მემორანდუმი მედიატორთა ასოციაციასთან

დღეს, დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება.

შეხვედრაზე მხარეები პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე, მათ შორის ინფორმაციის გაცვლაზე და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში დამოუკიდებელ ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობრილი ღონისძიებები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin