დღეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი სტუდენტების თეორიული ცოდნის მიღების პროცესში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ჩართვასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ითვალისწინებს.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მემორანდუმის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა, რა დროსაც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან, ზურაბ აზნაურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული შეჯიბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სტუდენტებს მონაწილეობისაკენ მოუწოდა.