დღეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გამოფრმდა. მემორანდუმი არის მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალება არა მხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, არამედ უშუალოდ სტუდენტებთან. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სტუდენტების მომზადებისათვის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა; ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებების, იმიტირებული პროცესებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზება.
მემორანდუმის ფარგლებში ზურაბ აზნაურაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა. ისაუბრა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასა და სამსახურის როლზე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში.