საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი 2017 წლის 20 ნოემბერი – 2019 წლის 12 დეკემბერი.
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1988 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში.
განათლება:
2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.
2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით/გრანტით სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2013 წლიდან – დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
პროფესიული და აკადემიური საქმიანობა:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით.
2017 წლის სექტემბრიდან – ღია კონკურსის საფუძველზე, 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal).
2017 წლის 28 ივნისიდან – 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე.
2013 წლის 28 ნოემბრიდან – 2017 წლის 28 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწედ.
2011 წლის 2 თებერვლიდან – 2013 წლის 28 ნოემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებად.
2010 წლის 26 ივლისიდან – 2011 წლის 2 თებერვლამდე მუშაობდა საერთო განყოფილების ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატაში რეფერენტის მოვალეობის შემსრულებლად.
2009 წლის 16 ნოემბრიდან – 2010 წლის 26 ივლისამდე შრომითი ხელშეკრულებით იყო საერთო განყოფილების ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პალატის რეფერენტი.
2009 წლის 20 ივლისიდან – 2009 წლის 16 ნოემბამდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო განყოფილების ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოში რეფერენტის მოვალეობის შემსრულებლად.
სხვა პროფესიული აქტივობები:
2014 წელს გერმანიაში, ქ.ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში – ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.
2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK)).
2012 წელს მონაწილეობდა „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში, კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში.
2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2007-2017 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი. სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal).
ენები:
ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული