მიმდინარე წლის 22 და 25 თებერვალს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებითა და USAID/Prolog-ის პროექტის “კანონის უზენაესობა საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით დამოუკიდებელ ინსპექტორთან საინფორმაციო შეხვედრები Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა.
შეხვედრების მონაწილეებს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა 2020 წლის სტატისტუკური ინფორმაცია გააცნო. ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრებს საქართველოს 8 რეგიონიდან 150-მდე იურისტი, ადვოკატი, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლი ესწრებოდა. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.