საერთაშორისო ფორუმი ,,გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა”

2019 წლის 05-06 ივლისს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით პირველი საერთაშორისო ფორუმი ,,გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ გაიმართა.

ფორუმის მიზანს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

ფორუმის მონაწილეებმა მიმოიხილეს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრაქტიკა, სოციალურ მედიაში მოსამართლის ქცევის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო და სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკური გამოცდილება. საერთაშორისო ექსპერტებმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს რეკომენდაციები მოსამართლეთა მიერ სოციალური მედიის გამოყენების თავისებურებზე.

საერთაშორისო ფორუმში პირველ დღეს სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები, ხოლო მეორე დღეს დამოუკიდებელი ინსპექტორი, ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის, საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის წევრები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ფორუმის მეორე დღეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა, საერთაშორისო ექსპერტებთან, მოსამართლეებთან და ეთიკის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად ფორუმის ფარგლებში გაჟღერებული რეკომენდაციები შეაჯამეს.

ღონისძიება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტისა და USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin