დამოუკიდებელმა ინსპექტორმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრას სტუდენტები როგორც ფიზიკურად, ისე დისტანციურად ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციაზე ზურაბ აზნაურაშვილმა დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სამართალწარმოების პროცედურებზე და მნიშვნელოვან საქმეებზე გაამახვილა.
ამასთან, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტუდენტებს ეროვნული შეჯიბრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტუდენტებს მონაწილეობისაკენ მოუწოდა.