საჯარო ლექცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

დამოუკიდებელი ინსპექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ზურაბ აზნაურაშვილმა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებასა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის როლზე ისაუბრა.

კამპანიის #გაიგემეტიდისციპლინურისამართალწარმოებაზე ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას 30-მდე მონაწილე ესწრებოდა და შეხვედრა დისკუსიის ფორმატით დასრულდა.

შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდენ. ზურაბ აზნაურაშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin