საჯარო ლექცია თბილისის ღია უნივერსიტეტში

კამპანიის ფარგლებში „გაიგე მეტი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ დამოუკიდებელი ინსპექტორი თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საჯარო ლექციაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების მიზნებზე, სამართალწარმოების პროცესსა და პროცედურებზე. მიმოიხილა მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმების შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და სტუდენტებს არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კამპანიის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ადვოკატებთან და  პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან გეგმავს.

#გაიგემეტიდისციპლინურსამართალწარმოებაზე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin