ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ,,სამართლებრივი კვლევის და მართლწერის ტრენინგი” მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია ანგარიშებისა და კვლევების მომზადებისათვის საჭირო უნარების განვითარება.
ტრენინგები რამდენიმე კვირა გასტანს. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.