სასამართლოებში საინფორმაციო ბროშურები განთავსდა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით სასამართლოებში საინფორმაციო ბროშურები განთავსდა.

ბროშურა მოიცავს ინფორმაციას დისციპლინური საჩივრისა და მასში მისათითებელი სავალდებულო მონაცემების შესახებ. ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საკონტაქტო მონაცემებსა და საჩივრის შევსებისას გასათვალისწინებელ დეტალებს. ბროშურები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ინსტანციის სასამართლოშია განთავსებული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin