შეხვედრა ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს ხელშეწყობით ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა და სამსახურის აპარატის წარმომადგენლებმა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესსა და პროცედურებზე, დისციპლინურ საქმეთა სტატისტიკაზე, გადაცდომის სახეებზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin