კამპანიის ფარგლებში „გაიგე მეტი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ დამოუკიდებელი ინსპექტორი სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე და სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული პრაქტიკის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ადვოკატებთან და პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან გეგმავს.