შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

დღეს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებასა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის როლზე ისაუბრა.

კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას 20-მდე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი ესწრებოდა.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა შეხვედრა დისკუსიის ფორმატით დაასრულა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin