საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი 2023 წლის 27 ივლისიდან.
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1977 წლის 11 მარტს.
განათლება:
1995-2000 წლებში – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა – საერთაშორისო სამართლი.
პროფესიული საქმიანობა:
2001 წლის 1 თებერვალი – 2004 წლის 29 სექტემბერი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლის თანაშემწე.
2004 წლის 29 სექტემბერი – 2005 წლის 28 მარტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე.
2005 წლის 28 მარტი – 2006 წლის 13 ნოემბერი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე – აპარატის უფროსი.
2007 წლის 12 ოქტომბერი – 2008 წლის 12 იანვარი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლის თანაშემწე.
2010 წლის 6 დეკემბერი – 2011 წლის 28 იანვარი, თბილისის საქალაქო სასამართლო კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2011 წლის 28 იანვარი – 2011 წლის 23 მარტი, თბილისის საქალაქო სასამართლო საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.
2011 წლის 23 მარტი – 2012 წლის 8 ოქტომბერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსი.
2012 წლის 8 ოქტომბერი – 2013 წლის 1 აპრილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი.
2013 წლის 1 აპრილი – 2017 წლის 23 მარტი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
2017 წლის 23 მარტი – 2021 წლის 23 მარტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ.
სხვა აქტივობები:
2000 წლის 8 ოქტომბერი – 2001 წლის 8 იანვარი, სამოსამართლო სწავლების ცენტრში მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი. ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003 წლის 25 იანვარი, ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003-2005 წლებში საქარათველოს საკონსტუტიციო სასამართლოს სახელმწიფო სამართლებრივი ოლიმპიადის „ადამიანი და კონსტიტუცია“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
2005 წლის 14 ივნისი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის №კ/87 ბრძანებით მიენიჭა პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი.
2009 წლის 12 დეკემბერი, ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.