სტრატეგიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტი საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის წევრებთან, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელთან განიხილა.

შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა პრაქტიკაში წარმოჩენილ საკანონმდებლო ხარვეზებზე და მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში Zoom პლატფორმის საშუალებით კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin