სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებები

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტი მოამზადა.

დოკუმენტის პროექტი პოზიციების და რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით წარედგინა საქართველოს იუსტიციის საბჭოს, სადისციპლინო კოლეგიას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სტრატეგიული განვითარების მიმართულებების დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება:

  • პირველი ნაწილი ასახავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მისიას და აყალიბებს სამსახურის ხედვას.
  • მეორე ნაწილი ეხება განვითარების 4 ძირითად მიზანს და ასახელებს თითოეული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.
  • ბოლო ნაწილი კი აქტივობების განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცედურებს აყალიბებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin