2024 წლის 11-12 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის გაიმართა გასვლითი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტები;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
- დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა – ესპანეთისა და პორტუგალიის მაგალითებზე;
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების შედეგად, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება. ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ.