ტრენინგი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის

2024 წლის 11-12 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის გაიმართა გასვლითი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
  • დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა  – ესპანეთისა და პორტუგალიის მაგალითებზე;

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების შედეგად, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება. ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin