დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და სამართლებრივ წერაზე ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა სამართლებრივი დასაბუთება და სამართლებრივი წერა; როგორ შევაფასოთ მათი ხარისხი; რა არის „კარგი“ დასაბუთებისა და წერის სტანდარტი; ინფორმაციის რა წყაროები არსებობს დასაბუთების სტანდარტებზე და აშ.
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მას საერთაშორისო ექსპერტი ოლექსანდრ ოვჩინნიკოვი უძღვებოდა.
