ტრენინგი თემაზე – დისციპლინური გადაცდომის ახალი სახეები

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით დისციპლინური გადაცდომის ახალ სახეებზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა და მას კალიფორნიიდან (აშშ) ექსპერტი ვიქტორია ჰენლი უძღვებოდა. ტრენინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს დისციპლინური გადაცდომის ახალი სახეები. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin