ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტთან

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტების მომზადებისათვის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

  • გამოცდილების ურთიერთგაზიარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობა;

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin