საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი 2020 წლის 24 იანვარი – 2023 წლის 16 ივნისი.
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1985 წლის 24 მარტს, თბილისში.
ყავს მეუღლე და 1 შვილი.
განათლება:
2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაქულტეტი. მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადიპლომო პროგრამა ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით.
2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიენიჭა საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი (MA).
2010 წელს დაამთავრა ერაზმუსის როტერდამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. მიენიჭა საერთაშორისო და ევროპის საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM).
2022 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო მმართველების დოქტორის ხარისხი.
მონაწილეობა აქვს მიღებული აშშ იუსტიციის დეპარტამენტისა (OPDAT) და საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემიის (ILEA) (ბუდაპეშტი, უნგრეთი) საარჩევნო დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის ტრენინგ კურსში, ედინბურგის უნივერსიტეტის სალექციო კურსში გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო სისტემების შესახებ და ადამიანის უფლებების სწავლების ასოციაციის (HREA) არჩევნების მონიტორინგის სასწავლო კურსში.
გავლილი აქვს საჯარო მმართველობის სასწავლო პროგრამები ევროპის დიპლომატიური აკადემიაში (პოლონეთი), ლუნდის უნივერსიტეტსა (შვედეთი) და ვიშეგრადის პოლიტიკური სწავლების სკოლაში (პოლონეთი). ასევე საერთაშორისო კერძო სამართალის პროგრამა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში (ნიდერლანდების სამეფო) და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სისტემების სასწავლო კურსი ფრანკფურტის უნივერსიტეტში (გერმანია).
მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო ბანკის, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS), გერმანიის უმაღლესი აუდიტის ინსტიტუტისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგ კურსებში პროექტების მართვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.
გავლილი აქვს სასწავლო კურსები დანაშაულის ფსიქოლოგიის, საგადასახადო სამართლის, საბანკო სამართლის, ფინანსური აუდიტის, მარკეტინგისა და ბუღალტერიის მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ევროპის მართვის სკოლაში (ESM), საჯარო აუდიტის ინსტიტუტში, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში.
მონაწილეობა აქვს მიღებული პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტის, ხორვატიის ახალგაზრდა პროფესიონალების ფორუმსა და გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში კონფრლიქტების მოგვარების, ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის სასწავლო კურსებში.
მიღებული აქვს საქართველოს, შვედეთისა და პოლონეთის მთავრობების სასწავლო სტიპენდიები.
ფლობს ინგლისურ (სრულყოფილად), რუსულ (კარგად) და გერმანულ (საშუალოდ) ენებს.
სამუშაო გამოცდილება:
2022 წლის 30 ივნისიდან – დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის (თბილისის ღია უნივერსიტეტი) საჯარო სამართლის ასისტენტ-პროფესორი.
2020 წლის 24 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაინიშნა დამოუკიდებელ ინსპექტორად.
2019 წლის 19 აგვისტოდან 2020 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილედ.
2013 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. იყო 2016-2018 წლების რეგიონული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების საგრანტო პროგრამების მენეჯერი.
2016-2019 წლებში იყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შვედური ორგანიზაცია International IDEA-სა და ევროპის საბჭოს უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკური ფინანსების რეგულირების რეფორმის პროექტების მიწვეული ექსპერტი.
2016 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული სასწავლო პროგრამების ტრენერი საარჩევნო დავების გადაწყვეტის მიმართულებით.
2011-2013 წლებში იყო ევროკავშირის კვლევითი პროექტის „ევროკავშირის გავლენა აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებზე“ კვლევითი ასისტენტი საქართველოში.
2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოების მართვის მიმართულების სხვადასხვა თანამდებობებზე (სტაჟიორი, მოწვეული სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი, საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი), იყო სახელმწიფო კომპანიის შპს „ბათუმი თაუერის“ დირექტორი, სახელმწიფო ქონების განკარგვის კომისიისა და კომპანიების ბიზნეს გეგმების კომისიის წევრი.
2010-2014 წლებში იყო საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მოწვეული ლექტორი.
2004-2010 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების „მსოფლიო ურთიერთობათა საბჭო – საქართველოსა“ და „დემოკრატიული განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
2007-2009 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ იურისტი, შვილობილი კომპანიების შპს „მშენებელის“ და შპს „ავერსის კლინიკის“ იურისტი.
2004-2007 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში.