ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია
2018 წელს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს განსახილველად 318 დისციპლინური
საჩივარი და 183 ფორმადაუცველი წერილი (საჩივრით) გადაეცა.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიის ამოქმედების შემდეგ1 2018 წლის 01
სექტემბრიდან – 31 დეკემბრამდე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში
97 საჩივარი და 57 ფორმადაუცველი განცხადება დარეგისტრირდა.
საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს განსახილველად სულ
გადაეცა 449 დისციპლინური საჩივარი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით
გავრცელებული 2 ინფორმაცია, სახალხო დამცველის 2 წინადადება და 2 მოხსენებითი
ბარათი.