2020 წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანული კანონის შესაბამისად, მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განსახილველად მიიღო 42 დისციპლინური საჩივარი. საანგარიშო პერიოდში ფორმის დაუცველად შემოსულია 11 წერილი, რის შემდეგაც საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია.

წინა კვარტლებთან შედარებით საგრძნობლად შეიცვალა საჩივრის ავტორთა მომართვიანობის სტატისტიკა, კერძოდ: გაიზარდა სასამართლოს მიმდინარე დავის მხარეთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდეონბა (26%-ით) და 76% შეადგინა. ასევე, იმატა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობამაც (4%-ით) და 11% შეადგინა. წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი საჩივრების რაოდენობამ კი 27%-ით იკლო და 13% შეადგინა.

წინა კვარტალთან შედარებით 4%-ით შემცირდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე შემოსული საჩივრების რაოდენობა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელი კვლავ 17%-ია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ერთ შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელის შეშლის საფუძვლით, რაც არცერთი კატეგორიის საქმიდან არ მომდინარეობს.

2020 წლის მეოთხე კვარტალში საჩივრების 82% პირველი ინსტანციის მოსამართლეების მიმართ არის წარმოდგენილი, რაც 5%-ით მეტია მესამე კვარტლის მონაცემებთან შედარებით. სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა 13%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილ საჩივართა რაოდენობა 5%-ია. წინა კვარტალის მაჩვენებლებთან მიმართებით ეს მონაცემები შესაბამისად 4%-ით და 1%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 42 საჩივარი შეეხებოდა 39 მოსამართლეს. მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin