2020 წლის მესამე კვარტლის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანული კანონის შესაბამისად, მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2020 წლის 01 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.   

აღსანიშნავია, რომ Covid-19 ინფექციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად გასულ კვარტალთან შედარებით გაიზარდა მომართვიანობის მაჩვენებელი, ასევე მიღებული გადაწყვეტილებებისა და მომზადებული დასკვნების რაოდენობა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 01 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით განსახილველად მიიღო 52 დისციპლინური საჩივარი, რაც თითქმის 2.5-ჯერ მეტია გასულ კვარტალში შემოსულ საჩივრებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ფორმის დაუცველად შემოსულია 27 წერილი, რის შემდეგაც საჩივრის ავტორს გაეგზავნა საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია.

საჩივრის ავტორთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება მოხდა სასამართლოში მიმდინარე საქმეში მათი სტატუსის შესაბამისად.

2020 წლის მესამე კვარტალში შემოსული საჩივრების მაჩვენებელი საქმეთა რაოდენობრივი გადანაწილების მიხედვით განსხვავდება მეორე კვარტლის მონაცემებისგან

საჩივრების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საჩივრების 76% პირველი ინსტანციის მოსამართლეების მიმართ არის წარმოდგენილი, რაც 21%-ით მეტია წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით. სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა 17%-ს შეადგენს, რაც 3%-ით ნაკლებია გასული კვარტლის მონაცემებთან შედარებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილ საჩივართა რაოდენობა 6%ია, რაც 18%-ით ნაკლებია მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 52 საჩივარი შეეხებოდა 55 მოსამართლეს, მათ შორის 3 ყოფილი მოსამართლის მიმართ


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin