2021 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 01 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით განსახილველად მიიღო 40 დისციპლინური საჩივარი.
საანგარიშო პერიოდში ფორმის დაუცველად შემოსულია 14 წერილი, რის შემდეგაც საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია.

2021 წლის პირველ კვარტალში საჩივრის ავტორთა უმრავლესობას წარმოადგენენ სასამართლოში მიმდინარე დავის მხარეები. მათმა საერთო რაოდენობამ 55% შეადგენა. წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი საჩივრების რაოდენობის მაჩვენებელი 35%-ია, ხოლო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილმა საჩივრებმა 10%-ს მიაღწია.

2021 წლის მეორე კვარტალში შემოსული საჩივრების უმრავლესობა სამოქალაქო სამართლის საქმეებს შეეხება და მათი პროცენტული მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა 27%, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა განხილვის პროცესში მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე საჩივრების 22%-ია წარმოდგენილი

საქმეთა განზოგადების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში საჩივრების 72% პირველი ინსტანციის მოსამართლეებს შეეხება, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა იდენტურია და 14-15%-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 40 საჩივარი 45 მოსამართლეს ეხება. მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin