დამოუკიდებელი ინსპექტორი აქტიურადაა ჩართული სასამართლო რეფორმის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, დონორთა აქტიური მხარდაჭერით (ევროპის საბჭო, ევროკავშირი საქართველოსთვის, USAID და აშშ იუსტიციის დეპარტამენტი), შექმნილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ინსპექტორს.
ჯგუფის მიზანს წარმოადგენს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. მეოთხე ტალღა მოიაზრებს რეფორმას სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების, მოსამართლეთა გადატვირთულობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის კუთხით.
ჯგუფის ფარგლებში შედგა ექვსი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. არსებული ხარვეზები და გამოწვევები. როგორც დისკუსიებში, ისე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე.
ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე.