დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მიმართეს.
პრეზენტაციაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია არსებული სტატისტიკის,დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნებისა და გადაწყვეტილებების განზოგადების შესახებ, ისევე, როგორც, განხორციელებული ღონისძიებების, სამომავლო გეგმებისა და დამოუკიდებელ ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესახებ.
ასევე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა – ეკა ლომთათიძემ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების განმარტებაზე სახელმძღვანელოს წარადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის დაბეჭდვა და ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით განხორციელდა.