საქართველოს თხუთმეტამდე წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა შესახებ უმაღლესი სასწავლებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრის მონაწილეებს ზურაბ აზნაურაშვილმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელობასა და სასწავლო მოდულებში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დაგეგმილ იმიტირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
შეხვედრა Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ხელშეწყობის გაიმართა და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.