2020 წლის 26 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა და ,,მართლმსაჯულების სკოლა თემიდას’’ თანამშრომლობის შედეგად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის პროცესში.’’
საჯარო ლექციის ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის წესი და პრინციპები. ასევე, ისაუბრეს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიმდინარე სიახლეებზე, რომელიც განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და პრაქტიკოსი იურისტები.