2018 წლის 24-25 სექტემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ევროპის საბჭოს ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით ესპანელი მოსამართლის ხუან კარლოს და სილვას მიერ გაიმართა სემინარი თემაზე ,,დისციპლინური გადაცდომა სასამართლოში; კონცეპტუალური ჩარჩო და პასუხისმგებლობის სახეები”.
სემინარს წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს ექსპერტის 2018 წლის თებერვლის ვიზიტი, რაც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საჭიროებათა კვლევას.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები საჯარო სამსახურში, დისციპლინური კანონის აღსრულების საკითხები, პროცედურული უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სემინარზე ასევე მიმოიხილეს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების ახალი პროექტი, რომელიც სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა.
სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია აქტუალურ საკითხებსა და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე. ექსპერტმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო პრაქტიკა და გაუზიარა გამოცდილება დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებურ საკითხებზე.