დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

2020 წლის 24 თებერვალს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, ყოფილმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე  ქეთევან ცინცაძემ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მიმართეს.

რეზენტაციაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია არსებული სტატისტიკისა და სხვადასხვა საჩივრებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნების განზოგადების შესახებ, ისევე, როგორც, ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში დამტკიცებული ცვლილებებისა და დამოუკიდებელ ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, მოსამართლეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის დაბეჭდვა და ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის სასამართლოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin