ეროვნულ შეჯიბრი სტუდენტებისთვის  „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით, იწყებს ეროვნულ შეჯიბრს სტუდენტებისათვის  „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.

ეროვნული შეჯიბრი დისციპლინური წარმოებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ არსებული საჩივრის განხილვის სიმულაციაა.

შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

იურიდიული და საერთაშორისო ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან/და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია, დაინტერესებულები არიან სამოსამართლო ეთიკითა და დისციპლინური სამართალწარმოებით, ვიწვევთ ეროვნულ შეჯობრში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 2021 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიაროს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

რეგისტრაციის შედეგად გუნდების შერჩევა დასრულდება 18 ნოემბერს.

შერჩეულო გუნდები გაივლიან ტრენინგს დისციპლინურ სამართალწარმოებაში, რის შემდეც მონაწილეებს გადაეგზავნებათ საქმე და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად. წერილობითი მოსაზრებების შემდეგ გუნდები თამაშობენ ზეპირ სიმულაციას.

ეროვული შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართება 11-12 დეკემბერს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ inspector@court.ge ან დაგვირეკეთ 032 2 27 31 00 (229).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin