ეროვნული შეჯიბრის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ შესარჩევი რაუნდები გაიმართა

ეროვნული შეჯიბრის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ შესარჩევი რაუნდები ორი დღე მიმდინარეობდა და მასში თერთმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებმა ერთმანეთს, როგორც საჩივრის ავტორის, ისე მოსამართლის წამომადგენლის პოზიციები დაუპირისპირეს და მსაჯების სხვადასხვა შემადგენლობის წინაშე პოზიციები დაიცვეს.

ეროვნული შეჯიბრი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების სიმულაციას წარმოადგენს და მასში საქართველოს მასშტაბით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ. შეჯიბრის ფინალური ეტაპი 12 დეკემბერს გაიმართება.

პირველი იმიტირიბული დისციპლინური სამართწალრმოების პროცესი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებითა, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპისსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით იმართება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin