დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანული კანონის შესაბამისად, მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
ანგარიშში სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომის სახეებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად. ამასთან, გაანალიზებულია საჩივრის ავტორთა და მოსამართლეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.