გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის ანგარიში 7 ძირითადი თავისაგან შედგება. მოიცავს ინფორმაციას დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ზოგადი სტატისტიკური ანალიზის შესახებ და სტატისტიკურ ინფორმაციას წინასწარი მოკვლევის შედეგების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა 500-ზე მეტი დოკუმენტი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების სახით, რომელთა განზოგადებაც ასახულია 2020 წლის ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე მოიცავს ინფორმაციას დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სტრატეგიული განვითარების მიზნების შესრულების პროგრესის ანგარიშის შესახებ.

ამასთან, დოკუმენტი მოიცავს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობის პროცესში პრაქტიკის განზოგადების შედეგად გამოიკვეთა.

დამოუკიდეელი ინსპექტორის სამსახურის ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin