გამოქვეყნდა სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი

გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების 2020-2021 წლების დოკუმენტი.

დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება:

  • პირველი ნაწილი ასახავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მისიას და აყალიბებს სამსახურის ხედვას;
  • მეორე ნაწილი ეხება განვითარების 4 ძირითად მიზანს და თითოეული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს;
  • ბოლო ნაწილი კი აქტივობების განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცედურებს აყალიბებს.

დოკუმენტის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს იუსტიციის საბჭოს, სადისციპლინო კოლეგიის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლის, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციების, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin