ევროპის საბჭოს ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლები ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი 2019 წლის მაისში განხორციელდა და მისი მიზანი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ესპანეთის სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კრისტინა პალაციოს ხარენოსთან, რომელიც იუსტიციის გენერალური საბჭოს – CGPJ საერთაშორისო ურთიერთობების იურისტი და იუსტიციის გენერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მოსამართლეა; ხუან მარტინეს მოიასთან, რომელიც იუსტიციის საბჭოს გენერალური საბჭოს წევრთან ერთად იუსტიციის ეთიკის კომისიის წევრიცაა; ასევე, რიკარდო კონდე დიეზთან, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პრომოუტერია; ელენა ბურგოს ჰერერასთან, რომელიც CGPJ-ის ინსპექციის ინსპექტორია. შეხვედრები ასევე გაიმართა, მარია ჟოზე ორტიზის როდრიგესთან, რომელიც CGPJ-ის ინსპექციის სამსახურის ოფიცერის თანამდებობას იკავებს; ბეთლემი როგი მატეოსთან, რომელიც ტექნიკური სამსახურის კვლევებისა და ანგარიშების განყოფილების უფროსა და პრუკურორის თანამდებობებს იკავებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ესპანეთისა და ქართული სასამართლო სისტემის თავისებურებები, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. განიხილეს მოსამართლეთა მიმართ ესპანეთის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა და სადისციპლინო პრაქტიკა. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე.
ვიზიტის მიზანს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საუკეთესო უცხოური პრაქტიკის შესწავლა და გაზიარება წარმოადგენდა.