გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების 2022-2024 წლების დოკუმენტი.
დოკუმენტი 4 მიზნისგან შედგება:
- მიზანი №1 – დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება;
- მიზანი №2 – დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდა და გადაცდომების პრევენციის ხელშეწყობა
- მიზანი №3 – თანამშრომლების განგრძობადი პროფესიული განვითარებისუზრუნველყოფა
- მიზანი №4 – საზოგადოების წინაშე სამსახურის ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ცნობიერების გაზრდა და პარტნიორებთან თანამშრომლობა
დოკუმენტი, შემუშავების პროცესში, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით გაეგზავნა როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სტრატეგია შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის ხელშეწყობით.